გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა ოფიციალური მოსკოვი გააფრთხილა, რომ რუსეთს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის შელახვისთვის დიდი ფასის გადახდა მოუწევს.
გერმანიის ახალი კანცლერის თქმით, ოფიციალური ბერლინი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ტრანსატლანტიკურ პარტნიორებთან ერთად იმოქმედებს.
ოლაფ შოლცმა ასევე აღნიშნა, რომ გერმანია მოსკოვთან დიალოგისთვის მზად არის, თუმცა მკაფიო უნდა იყოს, რომ ეს მხოლოდ ევროკავშირის კონტექსტშია შესაძლებელი.
სერგეი ლავროვთან სატელეფონო საუბრის შემდეგ, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა განაცხადა, რომ რუსეთი უზარმაზარი შედეგების წინაშე აღმოჩნდება, თუ უკრაინაში შეიჭრება.
კომენტარები