შვედეთში მდებარე სტოკჰოლმის უნივერსიტეტში მომუშავე ასტრონომებმა, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრებ კოლეგებთან ერთად ჩვენგან 325 სინათლის წლის დაშორებით გიგანტური ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს.
ასტრონომებმა ობიექტი, რომელსაც b Centauri b-ს უწოდებენ, ჩილეში მდებარე ატაკამის უდაბნოში განლაგებულ ტელესკოპ VLT-ზე დამონტაჟებული ხელსაწყო SPHERE-ით დააფიქსირეს. სპეციალისტების გამოთვლებით, ეგზოპლანეტა იუპიტერს მასით 11-ჯერ აღემატება. მათივე თქმით, ის b Centauri-ის სახელწოდებით ცნობილ ახალგაზრდა ბინარულ ვარსკვლავურ სისტემაში მდებარეობს. ორივე მნათობის ჯამური მასა ჩვენი მზისას 10-ჯერ აჭარბებს. აღსანიშნავია, რომ b Centauri ყველაზე მასიური და ცხელი სისტემაა, რომელშიც ოდესმე პლანეტა აღმოუჩენიათ.
კომენტარები