„ჩვენმა კლინიკამ ამ დრომდე 150 პაციენტი გაატარა. ამ ეტაპზე, ომი მოვიგეთ“ – ამის შესახებ საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელმა POSTV-ის ეთერში განაცხადა.
ყოველთვის უნდა გვქონდეს უკან დასახევი სიტყვა. მაგრამ ამ ეტაპზე შემიძლია გითხრათ, რომ საქართველოს მედიცინამ კორონაინფექციაზე გაიმარჯვა – რატიანი
„ამ ინფექციაზე ბევრი გვქონდა წაკითხული, თუმცა როდესაც პირველი პაციენტი მივიღეთ, არ ნიშნავდა, რომ ჩვენ ეს ვიცოდით.
პირველმა პაციენტმა, რომელიც 10 მარტს შემოვიდა, თავიდან ბოლომდე დაგვაბნია, მაგრამ დღეს დავწყნარდით, მოვლაც ვისწავლეთ, მკურნალობაც და ტაქტიკაც.
ასე რომ, შემიძლია გითხრათ, რომ ამ ეტაპზე სხვა ქვეყნებსაც ვუზიარებთ გამოცდილებას. ჩვენმა კლინიკამ ამ დრომდე 150 პაციენტი გაატარა. ამ ეტაპზე, ომი მოვიგეთ“, – აღნიშნა ლევან რატიანმა.
კომენტარები