ნათია კვარაცხელია, ნათია ბერიძე და კიდევ ბევრი ჩვენი ჟურნალისტი, რომელიც ქუჩაში აშუქებს მოვლენებს, თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში ძალადობის, ბულინგისა და შეურაცხყოფის მსხვერპლი ხდებიან, რაც აბსოლუტურად ამაზრზენია, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის დროს POSTV-ის ჟურნალისტმა, ზვიად ავალიანმა განაცხადა.
„ჩვენ როცა ძალადობაზე ვსაუბრობთ, ეს ძალადობა ყველა მხრიდან უნდა დავგმოთ და ისე არ უნდა გამოვიდეს, რომ თუ ევროპის სახელით ვიძალადებთ, მაშინ კარგია და თუ ვიღაცას „ნაციონალური მოძრაობა“ არ მოსწონს და იმ დონეზე ეშინია, არ უნდა და ვერ უშვებს იმის ხელისუფლებაში მობრუნების შანსსაც კი, რომ ვიღაცას შეიძლება ნერვებმა უმტყუნოს და ვიღაცა რას აკეთებს გამოსაძიებელია და გამოვიძიოთ, ეს კარგია. ასეთი ორმაგი სტანდარტი არ შეიძლება. ეს არ არის ევროპულობა“, – აღნიშნა ჟურნალისტმა.
კომენტარები