• ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი
Monday 04th December 2023
Media.Adams.Ge
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • საზოგადოება
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • კულტურა
  • სპორტი
  • რელიგია
  • ჯანმრთელობა
  • Faceამბები
  • სხვა
    • კონფლიქტები
    • პერსონა
    • კვლევები
    • რჩევები
    • ტაბლოიდი
    • შოუ-ბიზნესი
    • ჰოროსკოპი
    • საინტერესო
    • კულინარია
    • ქალი და მამაკაცი
    • ტესტები
    • სახალისო
    • ელ წიგნები

ზვავსაშიშროების გამო მაღალმთიან რეგიონებში შესაძლებელია ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდოს – გაფრთხილება ამინდის შესახებ

ზვავსაშიშროების გამო მაღალმთიან რეგიონებში შესაძლებელია ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდოს – გაფრთხილება ამინდის შესახებ
64 ნახვა
0 shares
  • Facebook
  • Twitter
  • LinkedIn

გარემოს ეროვნული სააგენტო 20-22 ნოემბერს მოსალოდნელ ამინდთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:

„20 ნოემბრიდან 22 ნოემბრამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთიან რეგიონებში თოვლი, ზოგან ძლიერი, ქარბუქი, შესაძლებელია თოვლის ზვავები, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი.

მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.

მთიან და მაღალმთიან რეგიონებში მოსალოდნელი დიდთოვლობის, ზვავსაშიშროების, ქარბუქისა და ხილვადობის გაუარესების გამო, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა“. – წერია სააგენტოს განცხადებაში.

კომენტარები

← Previous Next →

Copyright 2021 Adams.ge ყველა უფლება დაცულია