მიშა ცაგარელი „პოსტივის“ დილის ეთერში საუბრობს იმის შესახებ, რომელი ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულ ქალებს უჭრით გათხოვება:
„რატომ ვერ თხოვდებიან ქალები და უკავშირდება თუ არა ეს ზოდიაქოს ნიშნებს? ბევრი პრობლემაა და უამრავი ადამიანი მოდის ამ კითხვით. გათხოვების პრობლემა რომ ჩნდება, რა არის ამის მიზეზი? არის ისეთი შემთხვევები, როცა ქორწილიდან გარბიან… ყველაფერს თავისი მიზეზი აქვს. ყველანაირი მიზეზი განპირობებულია ზოგადკოსმიური მიზეზებით… შეიძლება, ოჯახის შექმნა საგვარეულო წყევლამ შეაჩეროს, მეორეა ჯადო, მესამე – დიდი რაოდენობით თვალის აღება. თუ პირადი ცხოვრების არხი ჩაიკეტა, დაბინძურდა, ადამიანს არაფერი შველის, მხოლოდ ერთადერთი რამ – გამოლოცვა. ენერგოველის დაბინძურება აჩენს უშვილობის პრობლემასაც. გაწმენდითი პროცედურების შემდეგ, ანუ გამოლოცვის შედეგად, უჩნდებათ ბავშვი. უამრავი კარგი გოგო დადის, მაგრამ გაუთხოვარი, მაგრამ ვერ ხვდებიან, რატომ. აი, ეს მიზეზებია მთავარია.
ახლა აღვნიშნოთ სხვა მომენტები და ვთქვათ, რატომ არ შეიძლება გაჰყვეს მამაკაცს ამა თუ იმ ნიშნის მქონე ქალბატონი.
ვერძი – ქალია, რომელიც წყვეტს, გათხოვდება თუ არა. უნდა ჰყავდეს გვერდით ძლიერი კაცი. ვერძი ქალი ითხოვს მამაკაცურობას. ეს თუ არ აქვს, ვერძი ქალი იმ ადამიანთან ვერ გაჩერდება. შეიძლება, არ გათხოვდეს.
კურო – მისთვის მნიშვნელოვანია ტრადიციულობა და ერთგულება. მისთვის ასევე მნიშვნელოვანია სურნელება და ესეც მოქმედებს. ცუდი სუნამოს გამო შეიძლება, გადაიფიქრონ ურთიერთობა. თუ მამაკაცი არ არის მოვლილი, კუროს დამთავრებული აქვს ყველაფერი.
ტყუპი – ამას არ მიაქცევს ყურადღებას. ტყუპისთვის ეს მეორეხარისხოვანია. ტყუპი არის გაორებული. არსებობს დილის და საღამოს ტყუპი, ერთს კაცი მოსწონს, მეორეს – ის კაცი არ მოსწონს. ვერ გადაუწყვეტია, გაჰყვეს თუ არა. ტყუპი ხშირად გამოქცეულა ქორწილიდან. ეს ნიშანი ფლირტის დიდი მოყვარულია. ეჭვიანობა არ ახასიათებს. თუ ვინმე კეტავს მის თავისუფლებას და არის კონტაქტური, ასეთ კაცს ცოლად არ გაჰყვება, ამიტომ არის პრობლემა ტყუპებში – ხშირად უჭირთ მეორე ნახევრის ნახვა. არჩევანის პრობლემა აქვთ. ზოგჯერ არჩევს, მაგრამ ვაი არ არჩევანს.
კირჩხიბი– მისი მეორე ნახევარი უნდა იყოს მეოჯახე, უყვარდეს მეუღლე და შვილები. პორწიალა კაცები რომ არიან, ასეთი კირჩხიბისთვის არ არის. კირჩხიბს უყვარს მამაკაცი, რომელიც გადაყოლილია ოჯახზე. კირჩხიბი ქალი იქნება ბედნიერი ისეთ მამაკაცთან, ვინც გურმანია და უყვარს კარგი საჭმელი, თუ თავადაც აკეთებს, უკეთესია.
ქალწული – მისთვის უმთავრესია გარეგნული სისუფთავე და პეწი. თუ პარტნიორი პაემანზე მოვიდა დაკუჭული პერანგით, იქ შემდეგ პაემანზეც არ იქნება საუბარი, არათუ ქორწილი. წესერიგი, სისუფთავე, მამაკაცი უნდა იყოს შრომისუნარიანი, პრაგმატული და ტრადიციული. რატომ ჰქვია ქალწული? ყველაზე მეტი რაოდენობა გაუთხოვრების ამ ნიშანზე მოდის. მათ ყველაზე მეტი მოთხოვნა აქვთ პარტნიორის მიმართ.
სასწორი – გაორებული ნიშანია. ერთი, რომელიც ეძებს სიყვარულის იდეალს, ქმნის თეთრ ცხენზე ამხედრებული პრინცის იდეალს და ვერ პოულობს, მეორე კატეგორია ფლირტის მოყვარულია, ხან ერთია, ხან მეორე… მას სჭირდება პარტნიორი, რომელიც დაარწმუნებს, რომ ქორწინება საჭიროა. შეიძლება, იაროს წლები და ელოდოს პრინცს.
მორიელი – ირჩევს ძლიერ კაცს, ის უნდა იყოს აქტიური, ენერგიული, ინიციატივიანი და დაუღლელი, ასევე ძალიან ძლიერი სექსუალური პოტენციალის. იშვიათია, რომ ქალი მორიელი საწოლის გარეშე გაჰყვეს მამაკაცს. მისთვის ინტიმური სექსუალური სფერო პირველი მაჩვენებელია. წინასწარ იზღვევს თავს.
მშვილდოსანი – მისი მამაკაცი უნდა იყოს ძალიან მხიარული, დაუღლელი, 3-4- საათი უნდა ეძინოს, დანარჩენი უნდა იარონ, იმოგზაურონ. ასეთი კაცი საოცრად იზიდავს მშვილდოსანს. სერიოზულებსა და მკაცრებს, ქალს რომ სახლში დასვამენ, ასეთ მამაკაცებს გაურბიან.
თხის რქა – ზესერიოზული ნიშანია. ოჯახის ინსტიტუტი სერიოზულია, ამიტომ მამაკაცი უნდა იყოს ასეთი, გარეგნულ სისუფთავესთან ერთად და ძალიან მნიშვნელოვანია კარიერული განვითარების პერსპექტივა. თხის რქამ უნდა იგრძნოს, რომ მამაკაცი არ შეუზღუდავს კარიერულ წინსვლას.
მერწყული – ამ ქალისთვის მთავარია, მამაკაცმა არ შეუზღუდოს თავისუფლება. მამაკაცი უნდა იყოს ინტელექტუალურად განვითარებული, თან, თემატიკა მრავალფეროვანი უნდა იყოს. თუ მამაკაცი ამ დონეზე არ არის, მერწყულ ქალს ის არ მოეწონება. მისთვის სპონტანურობა და სასიამოვნო სიურპრიზები მნიშვნელოვანია.
თევზები – ყველაზე გულმოწყალე და ემოციური ნიშანია, მისთვის მნიშვნელოვანია მეგობრული კავშირი, თევზები უნიკალურია, ის მამაკაცი შეიძლება იყოს მამის, ძმაკაცის, ბიზნესპარტნიორის როლში.
კომენტარები