ის ფაქტი, რომ ზაფხული უკვე გავიდა, ბევრ ადამიანს უფუჭებს განწყობას. თუმცა, როგორც ასტროლოგები ამბობენ, შემოდგომის პირველი თვე, გარდა სასიამოვნო თავგადასავლებისა, შესაძლოა, გარკვეული სირთულეებითაც იყოს სავსე. როგორც წესი, სექტემბრიდან სიახლეებთან და ცვლილებებთან გვიწევს შეგუება, ახალ ადამიანებს ვხვდებით, რაც შესაძლოა, უსიამოვნებებთან და კონფლიქტებთანაც იყოს დაკავშირებული. ასტროლოგებმა დაასახელეს ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომლებიც 2024 წლის სექტემბერში შედარებით ფრთხილად უნდა იყვნენ:
კურო
როგორც ასტროლოგები ამბობენ, შესაძლოა, 2024 წლის სექტემბერი ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებისათვის ემოციურად რთული პერიოდი აღმოჩნდეს. კონფლიქტების რისკი იზრდება. გარდა ამისა, არ არის გამორიცხული, ფინანსური სირთულეებიც შეგხვდეთ, რაც განწყობას გაგიფუჭებთ. ამიტომაც, ჯობს, ამ თვის განმავლობაში დიდი ფინანსური შესყიდვები არ დაგეგმოთ და მომდევნო ეტაპებისთვის გადადოთ. გარდა ამისა, გამოიჩინეთ განსაკუთრებული სიფხიზლე და ყურადღება. მოტყუებისა და მანიპულაციის რისკიც იზრდება. ასტროლოგები გირჩევენ, რომ თქვენი გეგმებისა და მიზნების შესახებ მოინიშნოთ, თუმცა განხორციელება მომდევნო თვისთვის გადადოთ. წარმატების გაცილებით მეტი შანსი გექნებათ.
მშვილდოსანიმიუხედავად იმისა, რომ მშვილდოსნებისათვის სექტემბერი არაერთ თავგადასავალთან და სიახლესთანაა დაკავშირებული, შესაძლოა, გარკვეული სირთულეების წინაშეც აღმოჩნდეთ. ასტროლოგები გირჩევენ, რომ პირადი და ოჯახური ურთიერთობების თვალსაზრისით, სექტემბერში რადიკალური გადაწყვეტილება არ მიიღოთ, რადგანაც შესაძლოა, ეს გადაწყვეტილება იმპულსური იყოს და მომდევნო პერიოდში განსაკუთრებით ინანოთ. ამიტომაც, ვიდრე ვინმესთან ურთიერთობას დაიწყებთ, ან არსებული ურთიერთობის განსხვავებულ ეტაპზე გადაყვანას დაგეგმავთ, კარგად დაფიქრდით. შემოდგომის პირველი თვე მოგზაურობისთვის, ახალი აღმოჩენებისათვის შესანიშნავი პერიოდია. შეეცადეთ, დრო იმ ადამიანებთან ერთად გაატაროთ, რომლებიც გიყვართ. ასე შედარებით რთულ პერიოდს მინიმალური დანაკარგებით გაივლით.
კომენტარები