• ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი
Monday 16th May 2022
Media.Adams.Ge
  • მთავარი
  • COVID-19
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • სპორტი
  • ჯანმრთელობა
  • Faceამბები
  • სხვა
    • პერსონა
    • საინტერესო
    • ჰოროსკოპი
    • შოუ-ბიზნესი
    • ქალი და მამაკაცი
    • კვლევები
    • რჩევები
    • ტესტები
    • კულინარია
    • სახალისო
    • რელიგია
    • ელ წიგნები

ჟოზეფ ბორელი: ეს უკვე ომიც აღარაა, ეს უკრაინის მასობრივი განადგურებაა, რაც ომის წესებსაც აღარ ექვემდებარება. ომსაც აქვს წესები და კანონები

ჟოზეფ ბორელი: ეს უკვე ომიც აღარაა, ეს უკრაინის მასობრივი განადგურებაა, რაც ომის წესებსაც აღარ ექვემდებარება. ომსაც აქვს წესები და კანონები
40 ნახვა

ეს უკვე ომიც აღარაა. ეს ქვეყნის მასობრივი განადგურებაა, რაც ომის წესებსაც აღარ ექვემდებარება. ომსაც აქვს წესები და კანონები, – ამის შესახებ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, ჟოზეფ ბორელმა ჟურნალისტებს განუცხადა. მან რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებული აგრესია კიდევ ერთხელ დაგმო.

„რუსეთი ომის დანაშაულს სჩადის. ესაა სიმართლე და უნდა ვთქვათ. რაც ხდება მარიუპოლში, ეს არის ომის დანაშაული. რუსეთი ანგრევს ყველაფერს, კლავს ხალხს, ეს არის საშინელება. ეს არის ტრაგედია. წარმოუდგენელი სისასტიკეა და ყველაზე მკაცრი გზით უნდა დავგმოთ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს ომის დანაშაულია. ქალაქი მარიუპოლი მთლიანად განადგურებულია. ხალხი დაიხოცა და კვდება ახლაც! უკრაინას დავეხმარებით ყველა ჩვენი რესურსით. რუსეთი იყენებს ყველა სამხედრო შესაძლებლობას და რაც ყველაზე სამწუხაროა, მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ახორციელებს შეტევას. ეს უკვე ომიც აღარაა. ეს არის ქვეყნის მასობრივი განადგურება, რაც ომის წესებსაც აღარ ექვემდებარება. ომსაც აქვს წესები და კანონები. სამართლებრივად ვნახეთ, რომ სასამართლომ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული შეტევა უკვე დაგმო. ხალხი იტანჯება და პუტინს ცივილიზებულმა მსოფლიომ უნდა უპასუხოს“, – განაცხადა ბორელმა.

ამ წუთებში ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები უკრაინის შესახებ მსჯელობენ. მათ მოგვიანებით კიევიდან უკრაინის თავდაცვის მინისტრიც ჩაერთვება. დღის წესრიგში რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციების შემდგომი გამკაცრებაა.

კომენტარები

← Previous Next →
Copyright 2021 Adams.ge ყველა უფლება დაცულია