რეცეპტი, რომელიც ყველა ქალმა უნდა იცოდეს!
ამ ჯადოსნური ნიღბის გასაკეთებლად დაგჭირდებათ:
0,5 აბი აქტივიზებული ნახშირი;
0,5 ჩ/კ ჟელატინი;
1 ს/კ თბილი წყალი (შეგიძლიათ, გამოიყენოთ რძე, თუმცა, პირადად მე წყალს ვამატებ).
დააქუცმაცეთ ნახშირის აბები, დაამატეთ ჟელატინის ფხვნილი და საგულდაგულოდ გადაურიეთ ერთმანეთში. დაამატეთ წყალი, კვლავ გადაურიეთ და შედგით მიკროტალღურ ღუმელში 10-15 წამით.
მიღებული მასა შეიზილეთ სახის პრობლემურ ზონებზე: ცხვირი, შუბლი და აუცილებლობის შემთხვევაში ლოყები. გაიჩერეთ 10 წამი და კვლავ წაისვით კიდევ ერთხელ შემდეგი ფენა. რაც უფრო სქელი ფენა გამოგივათ, მით უფრო მარტივად მოიშორებთ ნიღაბს.
დაელოდეთ, სანამ ნიღაბი ბოლომდე გაშრება. ამას, დაახლოებით, 20 წუთი დასჭირდება.
მოიშორეთ სახიდან ნიღაბი და… ტა-დააააამ! მოგწონთ შედეგი?
პროცედურის შემდეგ სახეზე წაისვით მკვებავი კრემი.
კომენტარები