უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დარწმუნებულია, რომ რუსეთის შეჩერება შესაძლებელია. ამის შესახებ ზელენსკიმ გერმანულ ტელეარხ ARD-თან ინტერვიუში განაცხადა.
ჟურნალისტმა ჰკითხა, უკრაინის პრეზიდენტს ხომ არ აქვს მოლოდინი რომ ომი მიმდინარე წელს დასრულდება, რაზეც ზელენსკიმ უპასუხა რომ „ამის უნდა სჯეროდეთ“.
„თქვენ უნდა გჯეროდეთ საკუთარი თავის, გჯეროდეთ ხალხის, უკრაინის, გჯეროდეთ თქვენი პარტნიორების და გჯეროდეთ მშვიდობის, რადგან ნებისმიერი ომი მთავრდება. ჩვენ რთულ ვითარებაში ვართ, როგორც გეოპოლიტიკური, ასევე ფინანსური თვალსაზრისით, მაგრამ რუსეთის შეჩერება შესაძლებელია“, – აცხადებს ზელენსკი.
კომენტარები