
იაპონელმა ასკეტმა სოტობონარის დაუსახლებელ კუნძულზე 29 წელი გაატარა, ის მოხლოდ ახლა დააბრუნეს ცივილიზაციაში. „იაპონელი რობინზონი“ 82 წლის მასაფუმი ნაგასაკია.
მან ცხოვრების უკანასკნელი წლები გაატარა ყოველგვარი ტექნოლოგიის, ტანსაცმლისა და ელექტროენერგიის გარეშე. კუნძულის დატოვება მასაფუმის იძულებით მოუწია. იაპონიის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მამაკაცი საავადმყოფოში უნდა გადაეყვანათ.
იქამდე, სანამ კუნძულს დაატოვებინებდნენ, „რობინზონმა“ უთხრა ალვარო სერეზოს, მის შესახებ მომზადებული დოკუმენტური ფილმის ავტორს, რომ კუნძულიდან არასოდეს წავიდოდა.
„მე არ მსურს აქედან წასვლა. მე დავიცავ კუნძულს. მე ვერასოდეს ვიპოვოვნი მეორე მსგავს სამოთხეს“, – ამბობდა ის.
მასაფუმის თქმით, ამ 29 წლის მანძილზე ის არასოდეს ყოფილი მოწყენილი. ცნობილია, რომ ასკეტურ ცხოვრებამდე ის დაქორწინებული იყო და კუნძულზე რამდენიმე წლის გასატარებლად, სხეულისა და სულის განსაწმენდად ჩავიდა, თუმცა შემდეგ დაბრუნების სურვილი დაკარგა.
კომენტარები