მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ მოუწოდა საფეხბურთო ფუნქციონერებს – განიხილონ სეზონში მატჩების რაოდენობის შემცირება გახშირებული ტრავმების ფონზე.
„განრიგი ძალიან დაძაბულია. ჩვენ ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატი გვაქვს და არავინ იცის, როგორ მოეწყობა ყველაფერი. მაგრამ ცხადია ის, რომ ორი მატჩი დაგვემატა.
თუ ხელმძღვანელი ორგანოები არ დაიწყებენ ფიქრს ფეხბურთელებზე, რომლებიც ტრავმებს იღებენ, რადგან ბევრს თამაშობენ, ჩვენ პრობლემები შეგვექმნება. მინდა ვთხოვო მათ გაჩერდნენ და იფიქრონ მატჩების რაოდენობის შემცირებაზე, რათა ტურნირები უფრო სანახაობრივი გახდეს“, – განაცხადა იტალიელმა სპეციალისტმა.
კომენტარები