• ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი
Thursday 19th May 2022
Media.Adams.Ge
  • მთავარი
  • COVID-19
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • სპორტი
  • ჯანმრთელობა
  • Faceამბები
  • სხვა
    • პერსონა
    • საინტერესო
    • ჰოროსკოპი
    • შოუ-ბიზნესი
    • ქალი და მამაკაცი
    • კვლევები
    • რჩევები
    • ტესტები
    • კულინარია
    • სახალისო
    • რელიგია
    • ელ წიგნები

ვოლოდიმირ ზელენსკი: ძალიან არსებითი საუბრები გვქონდა ნიდერლანდების პრემიერთან, საქართველოს პრეზიდენტთან

ვოლოდიმირ ზელენსკი: ძალიან არსებითი საუბრები გვქონდა ნიდერლანდების პრემიერთან, საქართველოს პრეზიდენტთან
80 ნახვა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მორიგი ბრიფინგი გამართა და აღნიშნა, რომ სხვადასხვა ქვეყნის მაღალი თანამდებობის პირებთან, მათ შორის, საქართველოს პრეზიდენტთან აქვს კომუნიკაცია.

„ძალიან არსებითი საუბრები გვქონდა ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრთან, საქართველოს პრეზიდენტთან, ჩეხეთისა და სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრებთან, ბრიტანეთის პრემიერ ჯონსონთან. თითოეული საუბარი კონკრეტიკას ჰმატებს ჩვენი ქვეყნის თავდაცვისა და სამხედრო ძალების სიძლიერის შესაძლებლობას“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ის საჭირო ნაბიჯად მიიჩნევს რუსეთის საერთაშორისო საბანკო სისტემიდან გათიშვას.

„აქტიური დიპლომატის წყალობით, ევროპულმა ქვეყნებმა გადაწყვიტეს, გათიშონ რუსეთი Swift-იდან. მადლობას ვუხდით პოლონეთის პრეზიდენტ ანდჟეი დუდას უშუალო ხელმძღვანელობისთვის უკრაინის დასახმარებლად და ევროპული კავშირის წევრებს“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

კომენტარები

← Previous Next →
Copyright 2021 Adams.ge ყველა უფლება დაცულია