• ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი
Thursday 19th May 2022
Media.Adams.Ge
  • მთავარი
  • COVID-19
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • სპორტი
  • ჯანმრთელობა
  • Faceამბები
  • სხვა
    • პერსონა
    • საინტერესო
    • ჰოროსკოპი
    • შოუ-ბიზნესი
    • ქალი და მამაკაცი
    • კვლევები
    • რჩევები
    • ტესტები
    • კულინარია
    • სახალისო
    • რელიგია
    • ელ წიგნები

ვისი მოკვლა დაავალა პუტინმა “ვაგნერის დაჯგუფებას” უკრაინაში? – მედია

ვისი მოკვლა დაავალა პუტინმა “ვაგნერის დაჯგუფებას” უკრაინაში? – მედია
43 ნახვა

სისხლისმსმელი დაქირავებული ჯარისკაცების 400 კაციანი რაზმი, რომლებიც ჩამოფრინდნენ აფრიკიდან ვოლოდიმირ ზელენსკის მოკვლის ბრძანებით, ცნობილი კერძო მილიციის ნაწილია, რომელიც დაკავშირებულია გაუპატიურებასთან, ძარცვასთან, მკვლელობებთან და სავარაუდო სამხედრო დანაშაულებთან.

ვაგნერის ჯგუფს, როგორც ვარაუდობენ, აქვს  23 ცნობილი სახეების  სია, რომლებიც უნდა ამოხოცონ. მათ შორის ძმები კლიჩკოები, უკრიანის პარლამენტის თავჯდომარე, პრემიერ-მინისტრი და ა.შ.

სამხედრო წყაროების ცნობით, ძალები აქტიურად იყვნენ ჩართული იარაღის, სპეცოპერაციებში გამოცდილი პერსონალისა და სამხედრო ექიპმენტის  მიწოდებაში აღმოსავლეთ უკრაინაში პრორუსული მილიციებისთვის.

მისი ზოგიერთ ოპერატიულ თანამშრომელს გადამზადება იმ  ბაზაზე აქვს გავლილი, რომელსაც მართავს GRU – კრემლის სამხედრო დაზვერვის განყოფილება – სამხრეთ რუსეთის ქალაქ კრასნოდარის მახლობლად, აცხადებენ წყაროები – Reuters-თან საუბრისას.

დაქირავებულ არმია, რომელსაც სავარაუდოდ მართავს ოლიგარქი ევგენი პრიგოჟინი – რუსეთის პრეზიდენტის ახლო მოკავშირე, მეტსახელად “პუტინის შეფ-მზარეული” – ხუთი კვირის წინ გაფრინდა აფრიკიდან მისიის შესასრულებლად, The Times-ის ცნობით, მათ უზარმაზარ თანხებს დაჰპირდნენ.

აღსანიშნავია, რომ თავად პუტინი კრემლში გამართულ ღონისძიებაზე ვაგნერის ჯარებთან ერთად ფოტოსესიაში მონაწილოებდა, მათ შორის ლეიტენანტი პოლკოვნიკი დიმიტრი უტკინიც ჩანს, რომელიც  ჯგუფის დამფუძნებელად მიიჩნევა.

ვაგნერის ჯგუფი ჩართული იყო ბრძოლაში აფრიკაში, მათ შორის სირიაში, ლიბიაში, მოზამბიკსა და ცენტრალურ აფრიკის რესპუბლიკაში – დამკვირვებლები აღნიშნავენ მჭიდრო კორელაციას მათ ქმედებებსა და კრემლის პოლიტიკის მიზნებს შორის.

წყარო – cnews.ge

კომენტარები

← Previous Next →
Copyright 2021 Adams.ge ყველა უფლება დაცულია