ზოდიაქოს ნიშნების სასიყვარულო ურთიერთობაზე მრავალი ფაქტორი ახდენს გავლენას: სტიქია, რომელსაც პარტნიორები მიეკუთვნებიან (ცეცხლი, დედამიწა, ჰაერი, წყალი), მათი მმართველი პლანეტები და ამ პლანეტების მდებარეობა ზოდიაქოს წრეშიც კი. რა თქმა უნდა, შეუძლებელია პირადი ცხოვრება მხოლოდ ჰოროსკოპით შეფასდეს, რადგან თითოეული ადამიანი ინდივიდუალური და უნიკალურია, მაგრამ პლანეტების გავლენისა და ნიშნების ზოგადი მახასიათებლების შესწავლა ნამდვილად არ იქნება ზედმეტი.
ვერძი
ვერძი ჯიუტი და დამოუკიდებელია; ზუსტად იცის, რა სურს ცხოვრებისგან. ვერძი არც თუ იშვიათად თავს უფლებას აძლევს, იყოს უხეში, ხისტი და უყურადღებო. მას სჭირდება ისეთი ადამიანი, რომელიც თავისი მშვიდი ხასიათით მის ცეცხლოვან ნატურას დააწყნარეს და ურთიერთობებს დააბალანსებს. ვერძი, როგორც წესი, დასახულ მიზნებს აღწევს, ამიტომ პარტნიორადაც ამბიციური პიროვნება სჭირდება.
კურო
კურო ხანდახან ხარივით ჯიუტია, ამასთან, იგი საკმაოდ სერიოზული იერის მიღმა მგრძნობიარე და მზრუნველ ნატურას მალავს. პარტნიორის შერჩევისას კური უპირატესობას ანიჭებს შრომისმოყვარე და დამოუკიდებელ პიროვნებას. კუროს უყვარს ადამიანების განებივრება, მაგრამ ასევე სურს, რომ მასზეც იზრუნონ და მის მიმართ გრძნობები გამოამჟღავნონ. მას სიტყვების შერჩევა უჭირს, მაგრამ პარტნიორისთვის ამ სიტყვების მნიშვნელობის ჩვენება იოლად შეუძლია.
ტყუპი
ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებმა არასდროს იციან, რა უნდათ, განსაკუთრებით კი, როცა საუბარი სასიყვარულო ურთიერთობებზეა. ერთ წუთს სერიოზული ურთიერთობები სჭირდებათ, მეორე წუთში – თამაში და მხიარულება. ისინი ხშირად იცვლიან მოსაზრებებს, რაც ირგვლივ მყოფებში ხშირად იმედგაცრუებას იწვევს. სიყვარულში მათნაირი უზრუნველი, მხიარული და „შიგადაშიგ“ არასერიოზული ადამიანი სჭირდებათ. ენერგიული და სიცოცხლით სავსე პარტნიორი მათ მხოლოდ „დაამუხრუჭებთ”.
კირჩხიბი
კირჩხიბი რთული, მგრძნობიარე და, ამავდროულად, მოსიყვარულე ნატურაა. სხვა ნიშნებისგან განსხვავებით, შეუძლია ურთიერთობებში მთლიანად გადაეშვას, გრძნობების დამალვა მას არ ეხერხება. სიყვარულშიც ასეთივე სერიოზული პარტნიორი სჭირდებათ, ის, ვინც დაამშვიდებს და მათ უსაფრთხოებას უზრუნველყოფს, ვისაც ესმის მათი და უყვარს მათი მგრძნობიარე ნატურა.
ლომი
ლომი ის ძალაა, რომელსაც ანგარიში უნდა გაუწიო. ლომებს უყვართ ყურადღების ცენტრში ყოფნა. სასიყვარულო საკითხში სერიოზული ურთიერთობები მოსწონთ, თუნდაც ფლირტი იზიდავდეთ. არიან მხიარული, ქარიზმატული, მომხიბლავი ადამიანები. ლომს სჭირდება ის, რომელიც ადვილად ეგუება მისი ნიშნის კომუნიკაბელურობას და მას იღებს ისეთს, როგორიც არის.
კომენტარები