• ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი
Monday 16th May 2022
Media.Adams.Ge
  • მთავარი
  • COVID-19
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • სპორტი
  • ჯანმრთელობა
  • Faceამბები
  • სხვა
    • პერსონა
    • საინტერესო
    • ჰოროსკოპი
    • შოუ-ბიზნესი
    • ქალი და მამაკაცი
    • კვლევები
    • რჩევები
    • ტესტები
    • კულინარია
    • სახალისო
    • რელიგია
    • ელ წიგნები

ვირუსის პიკს რომ ავცდეთ, ეს ფანტასტიკის სფეროა – ხათუნა ზახაშვილი

ვირუსის პიკს რომ ავცდეთ, ეს ფანტასტიკის სფეროა – ხათუნა ზახაშვილი
208 ნახვა

გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსმა ხათუნა ზახაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში, განაცხადა, რომ ვირუსის პიკი სხვადასხვანაირი არსებობს.

მისი თქმით, ვირუსის პიკს რომ ავცდეთ, ეს ფანტასტიკის სფეროა.

„ვირუსის პიკს რომ ავცდეთ, ესეც ფანტასტიკის სფეროა. ჩემი აზრით ამას ვერ ავცდებით. პიკი სხვადასხვანაირი არსებობს, არის ძალიან მაღალი, 8 000-იანი მწვერვალები და არსებობს ძალიან დაბალი, გორაკები და ბორცვები. ჩვენი სურვილია, რომ პიკი მხოლოდ გორაკი და ბორცვი იყოს“, – აცხადებს ის.

მისი თქმით, არსებობს რამდენიმე სცენარი, როგორ შეიძლება წავიდეს პროცესები.

„უფრო გავრცელებისთვისაც არსებობს რამდენიმე სცენარი, როგორ შეიძლება წავიდეს პროცესები. რეალურად ამ ეტაპზე, უახლოეს მომავალში, ერთი-ორი კვირის მანძილზე სწრაფი მატების ტენდენცია არ უნდა გვქონდეს, თუმცა შემთხვევათა რიცხვი რა თქმა უნდა გაიზრდება.

წინასწარ პროგნოზირება, რომ კონკრეტული ეს თარიღი იქნება პიკური და ამ კვირაში უნდა ვიყოთ მზად, ასე წინასწარ განსჯა არის არაკეთილსაიმედო საქმე.

ყოველი ახალი შემთხვევის გარშემო ვეძებოთ მისი ახლო კონტაქტები, მიდევნება და მეთვალყურეობა უნდა მოხდეს მათი და მხოლოდ ეს გზა მოგვცემ ჩვენ საშუალებას, რომ ცოტა ნელა-ნელა განვითარდეს დაავადების შემოტევის პროცესი“, – აღნიშნა ზახაშვილმა.

კომენტარები

← Previous Next →
Copyright 2021 Adams.ge ყველა უფლება დაცულია