დღეს გადავწყვიტეთ ჩვენს მაყურებელს ჰოლივუდის იმ ვარსკვლავების შესახებ მოვუყვეთ, რომლებიც კამერებთან თითქმის არასდროს იცინიან. აღსანიშნავია, რომ ამის გამო ისინი პრესტიჟულმა გამოცემამ, სახელწოდებით „ელი“ ყველაზე პირქუში ეკრანული სახეების სიაშიც კი შეიყვანა.
ჩამონათვალში პირველ ადგილს ვიქტორია ბეკჰემი იკავებს. თუ მის ფოტოებს თვალს გადაავლებთ, აღმოაჩენთ, რომ ვარსკვლავი ფოტოებში თითქმის არასდროს იღიმის. როგორც ერთ-ერთ ინტერვიუში ცნობილმა დიზაინერმა განმარტა, მას სიცილი საერთოდ არ უხდება. საერთაშორისო მედიის ინფორმაციით, როდესაც ვიქტორიამ ის სურათები, ნახა სადაც იღიმოდა, არ მოეწონა. ამიტომ კამერების წინ მისის ბეკჰემს ყოველთვის სერიოზული ქალბატონის ამპლუაში ყოფნა უწევს.
იშვიათია ღიმილი კრისტენ სტიუარტის სახეზეც. საინტერესოა , რომ „უემოციოს“ იმიჯი მან ფილმის, სახელწოდებით „ბინდი“ გამოსვლის შემდეგ მიიღო. ნამუშევარში სტიუარტი ერთ-ერთ მთავარ როლში გვევლინება. როგორც ვარსკვლავი ამბობს, მას ღიმილი სულაც არ სჭირდება იმისთვის, რომ გარშემომყოფებზე ზეგავლენა მოახდინოს. „მე ძალიან კარგი ვარ – და ეს ყოველთვის ნათლად ჩანს“, – აღნიშნა სტიუარტმა გამოცემა „ფიფოლთან“ საუბრის დროს.
მსოფლიო მედიას არც ის ფაქტი გამორჩენია, რომ კინოსურათების – „გოგონა დრაკონის ტატუთი“ და „გვერდითი მოვლენა“ გამოსვლის შემდეგ, საგრძნობლად შეიცვალა რუნი მარაც. როგორც უცხოური პრესა წერს, მსახიობმა ღიმილი შეწყვიტა. საერთაშორისო ექსპერტების თქმით, ვარსკვლავმა პირქუში გამომეტყველება სწორედ აღნიშნული ფილმების იმ გმირებისგან ისესხა, რომელსაც თავად განასახიერებდა. როგორც ჩანს, რუნი მარა როლებიდან არასოდეს გამოსულა.
იშვიათად იღიმის უმა თურმანიც. ამის მიზეზი ბაშვობის დროინდელი ტრავმაა. მსახიობის თქმით, როცა პატარა იყო მეზობელმა უთხრა, რომ შეუხედავი ღიმილი ჰქონდა. ამის გადალახვა ვარსკვავლავმა დღემდე ვერ შეძლო.
რაოდენ უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს გაუცინარ ვარსკვლავთა შორის ერთ-ერთ წამყვან ადგილს კიმ კარდაშიანი იკავებს. ის საზოგადოებაში იშვიათად იღიმის. გამოცემა „მირორის“ ცნობით, „კიმი, რომლისგანაც, შესაძლოა, კამერის წინ პოზირების ხელოვნება ვისწავლოთ, ღიმილს თავის მთავარ უპირატესობად არ თვლის“.
როგორც ბელა ჰადიდმა „გარდიანთან“ ინტერვიუში განაცხადა – თავს არაკომფორტულად და სულელად გრძნობდა, როდესაც კამერების წინ იღიმოდა. ამიტომ, სიცილი შეწყვიტა.
ჯეისონ სტეტჰემისთვის კი სერიოზული გამომეტყველება მისი იმიჯის განუყოფელი ნაწილია. მსახიობმა აღიარა, რომ ყველაზე მიმზიდველ მამაკაცთა შორის, სწორედ მკაცრი იმიჯისა და ქარიზმის გამო ასახელებენ.
სევდიანი გამომეტყველება არასდროს შორდება კიანუ რივზს. მართალია, ეს მის როლებზე ნაკლებად აისახება ხოლმე, რადგანაც ფილმებში ხშირად აქტიური ადამიანის როლს თამაშობს. თუმცა, საზოგადოებაში ვარსკვლავი ყოველთვის მოწყენილია. ამის მიზეზი კიანუს ტრაგიკული ცხოვრება და პირადი დრამებია.
კომენტარები