საბერძნეთში მოგზაურობისთვის მიღებული კანონები ძალაში 3 სექტემბრამდე შევა. ინფორმაციას ამის შესახებ საბერძნეთის სამოქალაქო ავიაციის სამსახური ავრცელებს.
საბერძნეთში მოგზაურობის მსურველებმა აუცილებლად უნდა გაიკეთოთ ტესტი კორონავირუსზე, თუ არ გაქვთ მიღებული ვაქცინის ორივე დოზა.
აღნიშნული ეხება შემდეგი ქვეყნების მოქალაქეებს: ეგვიპტე, ალბანეთი, არგენტინა, ბულგარეთი, ბრაზილია, საქართველო, კუბა, არაბეთის გაერთიანებული ემირატები, ინდოეთი, ჩინეთი, ლიბია, მაროკო, ჩრდილოეთ მაკედონია, პაკისტანი, რუსეთი, თურქეთი.
მესამე ქვეყნის მოქალაქეთათვის, რომლებიც არ არიან ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები, კვლავ აკრძალულია საბერძნეთში ჩამოსვლა, თუ არ ფლობენ ბინადრობის ნებართვას. აღნიშნული კანონი 3 სექტემბრამდე იქნება ძალაში.
ასევე, საბერძნეთში მოგზაურობა შეგიძლიათ იმ შემთხვევაში, თუ ხართ შემდეგი ქვეყნების მუდმივი მაცხოვრებლები ან მოქალაქეები: ავსტრალია, ჩრდილოეთ მაკედონია, არაბთა გაერთიანებული საამიროები, აშშ, დიდი ბრიტანეთი, ისრაელი, კანადა, ბელორუსი, ბაჰრეინი, ახალი ზელანდია, სამხრეთ კორეა, კატარი, ჩინეთი, ქუვეითი, უკრაინა, რუსეთი, საუდის არაბეთი, სერბეთი, სინგაპური, ბოსნია – ჰერცოგოვინა, მონტენეგრო, ალბანეთი, იაპონია, ლიბანი, აზერბაიჯანი, სომხეთი, იორდანია, მოლდოვა, ბრუნეი, სან მარინო, ანდორა, ვატიკანი, მონაკო, თურქეთი, კოსოვო.
საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ საბერძნეთში ჩამოსვლა მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ არიან ან პარალელურად საბერძნეთის მოქალაქეებიც, ან ფლობენ ბინადრობის ნევართვას (ადია დიამონის). როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სავალდებულოა ტესტის გაკეთება გამომგზავრებამდე და PLF ფორმის შევსება შემდეგ ელ. მისამართზე: https://travel.gov.gr/#/. თუ გაკეთებული გაქვთ აცრა, წარმოადგენთ ვაქცინაციის სერთიფიკატს, თუკი გასულია 14 დღე მეორე დოზის მიღებიდან.
კომენტარები