საბერძნეთში, 1 სექტემბრიდან მედიცინის სფეროს წარმომადგენელთათვის ვაქცინაცია სავალდებულო ხდება. მათ კი ვინც აცრაზე უარს იტყვის, მუშაობას ავტომატურად შეწყვეტს და დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდება. სამსახურის დაკარგვის შემდეგ აღარ მოხდება ნამუშევარი საათების ანაზღაურება.
საბერძნეთის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, ვასილის კოდოზამანის თქმით, ვინაიდან საჯარო სექტორში დასაქმებულ პირებს ხელფასი წინასწარ უნაზრაურდებათ, ყველა, ვინც მუშაობას შეწყვეტს იმის გამო, რომ აცრილი არ არის, ვალდებული იქნება, რომ მიღებული თანხა უკან დააბრუნოს, იმის შესაბამისად, თუ რამდენი დღე იქნება გათავისუფლებული.
მინისტრის მოადგილის განცხადებით, აცრის ვალდებულება კერძოდ მომუშავე მედიკოსებსაც ეხებათ, მათთვისაც იქნება გარკვეული სანქციები, თუ არ გაიკეთებენ ვაქცინას.
მინისტრი არ გამორიცხავს, რომ თუკი რომელიმე საავადმყოფოში შეიქმნა პერსონალის დეფიციტი, სხვა კლინიკიდან მოხდება თანამშრომელთა ჩანაცვლება.
კომენტარები