თუ იაპონიაში ერთხელ მაინც ყოფილხართ, შენიშნავდით, რომ ამ ქვეყნის კულტურა, დისციპლინა და ეთიკა ყველასგან გამორჩეული და შეუდარებელია. იაპონელთა წესიერება პატივისცემას იმსახურებს და მეორე მსოფლიო ომის დროს მებრძოლი იაპონელი გენერლის ისტორია ამის ნათელი მაგალითია.
გენერალი ჰიტოსი იმამურა და მის დაქვემდებარებაში მყოფი სამხედრო ნაწილი ავსტრალიის არმიამ 1947 წელს დააპატიმრა და ბრალი დასდო ომის დანაშაულებში, მათ შორის – სამხედრო ტყვეების სიკვდილით დასჯაში.
იმამურა საკუთარი მოვალეობის არაჯეროვან შესრულებაში დაადანაშაულეს, რადგან ჯარისკაცების გაკონტროლება ვერ მოახერხა.
გენერალი სამხედრო ტრიბუნალმა გაასამართლა და 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. იმამურამ სასჯელი ტოკიოს სუგამოს ციხეში სრულად მოიხადა და 1954 წელს საპატიმრო დატოვა.
თუმცა გენერალს იმის განცდა ტანჯავდა, რომ მისი დანაშაული უფრო მკაცრ სასჯელს იმსახურებდა, ამიტომ საკუთარი სახლის ეზოში თავისი ციხის საკნის მსგავსი ოთახი გააკეთა და დარჩენილი სიცოცხლე (14 წელი) ნებაყოფლობით პატიმრობაში გაატარა.
კომენტარები