46 წლის ინდოელი მამაკაცი, სახელად მანი მანიტანი 25 წელია მხოლოდ უკან-უკან დადის – სოციოლოგიისა და ინგლისურის ენის ორგზის ასპირანტმა ომისა და ძალადობის გაპროტესტება ამ გზით გადაწყვიტა.
„ქვეყნები ერთმანეთს ებრძვიან, ყველგან სისხლია. უკუღმა სიარულის გადაწყვეტილება ხალხის ყურადღების მიპყრობისა და დაფიქრების მცდელობაა,“ – განაცხადა მანიტანმა.
მანი ახალგაზრდობაში განდის სწავლებით იყო გატაცებული და სწორედ განდის იდეებმა უბიძგა მას ასეთი პროტესტისკენ.
25-წლიანი უკუღმა სიარულის შემდეგ მამაკაცის სხეული სიარულის ასეთ სტილთან ადაპტირდა და სხვაგვარად გადაადგილება უჭირს.
„ნორმალურად სიარული ძალიან გამიჭირდება, გონებას ამის გაკეთება დიდი ხანი დაავიწყდა. უკუღმა სიარული ყოველდღიურ ცხოვრებაში ხელს არ მიშლის – ვისწავლე კიბეებზე ასვლა, გზების გადაკვეთა, საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობა და ასე ვივლი, სანამ მსოფლიოში მშვიდობა არ დამყარდება. თუ ეს მთელი ცხოვრება უკუღმა სიარულს ნიშნავს, დაე, ასე იყოს“ – ამბობს მანი.
კომენტარები