ეს საოცარი ამბავი ბრიტანელ ოფიცერ მაიორ სამერფორდს გადახდა. ფლანდრიაში ბრძოლისას მას მეხი დაეცა, რის გამოც სხეულის ქვედა ნაწილში პარალიზებული დარჩა.
სამერფორდმა დატოვა სამხედრო სამსახური და წავიდა ვანკუვერში. 1924 წელს გადამდგარი მაიორი მდინარის ნაპირზე თევზაობდა, როცა მეხი დაეცა ხეს, რომლის ქვეშაც ის იჯდა. მაიორმა, რომელიც ძლივს გამოჯანმრთელდა წინა მეხისგან, სხეულის მარჯვენა მხარეს დარტყმა მიიღო და პარალიზებული დარჩა.
ორი წლის შემდეგ, მისტერ სამერფორდმა კვლავ ისწავლა სიარული და შეძლო, ფეხით გაევლო უახლოეს პარკში, მაგრამ 1930 წელს მას ისევ მეხი დაეცა. ამჯერად მაიორი სრულიად პარალიზებული იყო და მალევე გარდაიცვალა. გასაკვირია, რომ მაიორ სამერფორდის წარმოუდგენელი ამბავი მისი სიკვდილით არ დასრულებულა. დაკრძალვიდან ოთხი წლის შემდეგ, ჭექა-ქუხილის დროს, მეხი დაეცა მრავალტანჯული მაიორის საფლავზე მდგარ ძეგლს. ამ ამბავმა ფართო პოპულარობა მოიპოვა და გასაკვირი სულაც არაა, რადგან მეხი ერთსა და იმავე ადამიანს ოთხჯერ დაეცა!
არსებობს ელვისებური სელექციურობის სხვა მაგალითები. 1899 წელს მეხი დაეცა და მოკლა იტალიელი. ზუსტად 30 წლის შემდეგ კი მისი ვაჟს იმავე ადგილას დაეცა მეხი,, 1949 წელს კი მისი შვილიშვილი გარდაიცვალა მეხის დარტყმისგან.
კომენტარები