მსახიობი ნინო მუმლაძე მალე დედა გახდება. სასიხარულო ინფორმაცია მსახიობმა საზოგადოებას სოციალური ქსელის მეშვეობით გაუზიარა.
მსახიობი დედასთან ერთად სტუმრობდა გადაცემას „დილა მშვიდობისა საქართველო“, სადაც მოლოდინსა და ემოციებზე ისაუბრა. საკუთარი ემოციები გაუზიარა მაყურებელს ნინო მუმლაძის დედამაც:
„ძალიან მიხარია, ეს იქნება პირველი შვილიშვილი, მართალია, ცოტა შეგვაგვიანდა, მაგრამ ძალიან მიხარია, რომ დადგა ეს დრო და ველოდებით პატარას“, – აღნიშნა მსახიობის დედამ.
კომენტარები