ბაზფიდის ბლოგი, Tasty, რომელიც გემრიელი კერძების მომზადებას რამდენიმეწამიანი ვიდეოებით გვასწავლის, ამჯერად აჭარული ხაჭაპურის მომზადების წესს გვთავაზობს.
“ეს ქართული წესით გაკეთებული პურში გახვეული ყველია, თავზე კვერცხითა და კარაქის კუბიკით. ამ ნავით აუცილებლად უნდა გაცუროთ”, – ვკითხულობთ ვიდეოში.
Tasty მომხმარებლებს “ყველიანი ნავის” გასინჯვას ბრუკლინში მდებარე ქართულ რესტორან Cheeseboat-ში ურჩევს.
წყარო:On.ge
კომენტარები