სასექსის ჰერცოგინიას, მეგან მარკლის კულინარიული შოუ Netflix-ზე 15 იანვარს დაიწყება, – იუწყება CNN-ი.
გავრცელებული ინფორმაციით, სატელევიზიო შოუს პროდიუსერი თავად მეგან მარკლია.
შოუში მეგან მარკლი თავის მეგობრებთან ერთად მაყურებელს საყვარელი კერძების რეცეპტებს გაუზიარებს.
Netflix – ს მეგანთან და ჰარისთან მუშაობის გამოცდილება უკვე აქვს. თავიანთ ცხოვრებაზე სამეფო ოჯახიდან გაქცეულმა წყვილმა Netflix – ის დოკუმენტურ სერიალში „მეგანი და ჰარი“ ილაპარაკა.
კომენტარები