ცნობილი ინფლუენსერი და ტიკტოკერი მარიამ ლამაზი, რომელიც გულახდილად საუბრობს ხოლმე პირად ცხოვრებაზე, ერთ-ერთი მისი გამომწერის შეკითხვას პასუხობს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი რეაქცია ჰქონდა მისი ამერიკელი მეუღლის ოჯახს, როდესაც მათ ურთიერთობაზე შეიტყვეს.
„როდესაც ჩემი ქმარი გავიცანი, 36 წლის იყო, ამიტომ ოჯახის აზრი მისთვის დიდად არაფერს შეცვლიდა. ამასთან, [ნელსონი]19 წლიდან მარტო ცხოვრობს, დედასთან არ ყოფილა 16 წლიდან, ამიტომ თავიდანვე სრულიად დამოუკიდებელი ადამიანი იყო
არც დედიკოს და არც მამიკოს ბიჭი არ ყოფილა არასდროს, ნელსონი როგორ მამის, ისე დედის მხრიდანაც პირველი შვილია და მის მშობლებს ძალიან უნდოდათ შვილიშვილები. როდესაც გამიცნეს, მაშინვე თბილად მიმიღეს..
ერთადერთი მისი მეგობრები ეუბნებოდნენ, ეს გოგო მხოლოდ „მწვანე ბარათის“ [ბარათი, რომელიც უფლებას აძლევს უცხო ქვეყნის მოქალაქეს იცხოვროს და იმუშაოს აშშ-ში მუდმივად] გამო გელაპარაკებაო, თუმცა მე უკვე მქონდა [საბუთები]
როდესაც ნელსონს ვუთხარი, რომ საბუთები მქონდა, მითხრა, რომც არ გქონოდა, მაინც გაგიკეთებდი, რადგან შემიყვარდი და შენგანაც ნამდვილ ემოციას ვხედავ ჩემს მიმართო“
კომენტარები