ერთი კვირის წინ, სასწავლო წელი დაიწყო და ფეისბუქშიც უამრავი მოწყენილი სახე ვნახეთ, თუმცა ახლა საქმე სულ სხვა შემთხვევასთან გვაქვს.
თბილისში მდებარე სკოლა – ლიცეუმმა პრომეთემ სკოლის დაწყების დღეს ეზოში გადაღებული ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც ჩანს, რომ პირველკლასელი ბიჭი, სახელად საბა, დიდი მონდომებით ცდილობს აჰყვეს საქართველოს ჰიმნს.
“პირველი დღე სკოლაში ამაზე ნაკლებად არ უნდა გაატარო. მშობლის ნებართვით ვტვირთავთ, ჩვენი პატარა მსახიობი პირველკლასელის მიერ შესრულებულ საქართველოს ეროვნულ ჰიმნს”, – წერია პოსტის აღწერაში.
საქართველოს სკოლებში სასწავლო წელი ორშაბათს, 17 სექტემბერს დაიწყო.
კომენტარები