„პარლამენტი კანონებს იღებს ხალხის ნების შესაბამისად. ამ კანონს აქვს 80% მხარდაჭერა ჩვენი მოსახლეობის…“ – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა.
„ეს არის ხალხის ნება, რომ შემდეგ გარდაიქმნას კანონად. როდესაც ამბობ, რომ გინდა იყო სამოქალაქო საზოგადოება და იყო საზოგადოების წარმომადგენელი და შენ ამ საზოგადოებას პატივს არ სცემ, მის კანონებს პატივს არ სცემ და არც იმას სცემ პატივს, რომ ანგარიშვალდებული იყო საზოგადოების მიმართ, აქედან რა დასკვნები შეგვიძლია გამოვიტანოთ…“ – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
კომენტარები