„ნაციონალური მოძრაობის“ დროს, ყველაზე მეტად როცა დაზარალდა ქართველი მოსახლეობა, მაშინ ნიკა გვარამია იყო გენერალური პროკურორი, მას ბევრი ადამიანის ბედი გადაუწყვეტია უარყოფითად – ამის შესახებ აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, ტიტე აროშიძემ გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა.
„ვინ იყო ნიკა გვარამია „ნაციონალური მოძრაობის“ დროს, როდესაც ყველაზე მეტად დაზარალდა ქართველი მოსახლეობა, მაშინ ნიკა გვარამია იყო გენერალური პროკურორი… ქვეყნის გადარჩენისთვის მოდის პოლიტიკურ არენაზე ეს სასაცილოა. სასაცილოა, რადგან ნიკა გვარამიას უამრავი ადამიანის ბედი გადაუწყვეტია უარყოფითად და მსუბუქად, რომ ვთქვათ აპრავებდა იმ სიტუაციას და ამართლებდა სიტუაციას, რაც იმ დროს ციხეებში ხდებოდა, რაც იმ დროს პროკურატურის გავლით სასამართლოებში ხდებოდა, “ – განაცხადა ტიტე აროშიძემ.
კომენტარები