ტორონტოს საერთაშორისო კინოფესტივალზე ნამდვილი ვარსკვლავი დაიბადა. ლედი გაგასა და ბრედლი კუპერის ფილმმა კრიტიკოსების უმაღლესი შეფასება და მაყურებლის ოვაციები დამსახურა.
ჩვენების შემდეგ გამართულ შეხვედრაზე კი გაგამ ემოციები ვერ დამალა და მაყურებლის წინ ატირდა:
A Star is Born უილიამ უელმანის 1937 წელს გადაღებული ფილმის რიმეიქია. ფილმის პრემიერა ცოტა ხნის წინ ვენეციის კინოფესტივალზე შედგა და ჩვენების დასრულების შემდეგ მსახიობებმა მაყურებლისგან 8 წუთიანი, უწყვეტი აპლოდისმენტები მიუძღვნეს.
ფილმის მიმართ კეთილგანწყობილი კრიტიკოსების წყალობით კი გაგა 2019 წლის ოსკარზე ერთ-ერთი ფავორიტად იქცა.
წყარო: On..ge
კომენტარები