გადაჭარბებული ალკოჰოლით გაბრუებული მეგობრისთვის საფრთხის არიდება ზოგჯერ ყველას გვიწევს, რადგან შარი სწორედ ხომ იქიდან მოდის სადაც სასმელი გონების დაკარგვამდე შეგიძლია დალიო.
თუმცა აღმოჩნდა, რომ გონებას მხოლოდ ადამიანები არ ვკარგავთ და წყობიდან გამოსვლა ზოგჯერ სრულიად ფხიზელ ცხოველებსაც ახასიათებთ.
საქმე ის არის, რომ სოციალურ მედიაში სახალისო ვიდეო გავრცელდა, სადაც ძალიან ჭკვიანი ძაღლი მეგობარ კატას აკავებს, რომ ჩხუბისგან დაიცვას.
good boy doesn't let a fight break out ?? pic.twitter.com/Vb0h0OKJ6H
— Gaml .y (@m_yosry2012) August 10, 2018
როგორც ხედავთ, მარტო ჩვენ არ ვზრუნავთ ჩვენს მეგობრებზე და მოსალოდნელი კონფლიქტის თავიდან არიდება შინაურ ცხოველებსაც არაჩვეულებრივად გამოსდით.
თქვენი კატაც ხშირად იწევს საჩხუბრად?
წყარო:On.ge
კომენტარები