17 მაისს, როდესაც „ოჯახის სიწმინდის დღე“ გაიმართა, ეს იყო ფაქტობრივად სახალხო რეფერენდუმი – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა.
„ჩვენ დავაინიცირეთ კონსტიტუციური კანონპროექტი, რომლის ფარგლებშიც რეგიონებში გვქონდა შეხვედრები.11 შეხვედრა, 5 ათასამდე მოქალაქეს შევხვდით 10 სხვადასხვა რეგიონში და სრული მხარდაჭერა აქვს ამ კანონპროექტს… თქვენ ნახეთ, რომ 17 მაისს როდესაც „ოჯახის სიწმინდის დღე ” გაიმართა, ეს იყო ფაქტობრივად სახალხო რეფერენდუმი ამ თემასთან დაკავშირებით“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილი.
კომენტარები