ქართველი ტელეწამყვანი ნუკი კოშკელიშვილი და მისი მეუღლე ბენ ჰაიმი მეორე შვილს ელოდებიან. ამის შესახებ ნუკიმ ვიდეო სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.
ნუკიმ მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც მისი და ბენის სიხარული გაიზიარა. ასევე თქვა ისიც, რომ ამ ორსულობას უფრო მომზადებული შეხვდა, იცის, რომ ფეხმძიმობა არ ნიშნავს ავადმყოფობას, ვარჯიშობს და ცხოვრებას ჩვეული რიტმით აგრძელებს, უბრალოდ ერთი უცნაური შეგრძნება აქვს:
„არაფერი მაწუხებს იმის გარდა, რომ ჩემი ქმრის მოკვლა მჭირდება. მართლა მჭირდება, იმიტომ, რომ, როცა სუნთქავს, მგონია, რომ ჩემ ჯიბრზე სუნთქავს; ვერ ვუყურებ, ისე მაღიზიანებს… თუ გქონიათ მსგავსი რამ, გამიზიარეთ” – ამბობს ნუკი.
კომენტარები