ხვიჩა კვარაცხელიამ „ოქროს ბურთის“ დაჯილდოებაზე ლეო მესისთან შეხვედრა გაიხსენა.
„არ დამიჯერებთ და ამის შემდეგ ჩემთვის მესი რადიკალურად შეიცვალა, რა თქმა უნდა რთულია იპოვო ასეთი ფეხბურთელი მთელი ფეხბურთის ისტორიაში, პაუზა იყო, რეკლამის დრო იყო, მესი ჩემგან მარჯვნივ იჯდა, უცებ ფეხზე ადგა, ვერ მიხვდი რატომ ადგა, გვითხრეს უმჯობესი იყო არ გვემოძრავა ბევრი, უცებ ვიყურები, ხელი გამომიწოდა, ამხელა ფეხბურთელ რომ დგება გამარჯობის სათქმელად, მაგარი პიროვნებაა და ძალიან ვაფასებ“ – იხსენებს ხვიჩა კვარაცხელია მსოფლიოს უდიდეს ფეხბურთელთან შეხვედრას.
კომენტარები