ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალზე ბრედლი კუპერისა და ლედი გაგას სადებიუტო ფილმის პრემიერა გაიმართა. ამის შესახებ Deadline-ი წერს.
A Star Is Born – ასე ჰქვია კინოსურათს, რომელიც უილიამ ველმანის 1937 წელს გადაღებული ფილმის „ვარსკვლავის დაბადება“ რიმეიქია.
სიუჟეტი ახალგაზრდა მომღერლის შესახებ მოგვითხრობს, რომლის დახმარებასაც კინოვარსკვლავი ცდილობს. ამ დროს კი ის ალკოჰოლზე დამოკიდებულების სირთულეებს ვერ უმკლავდება და კარიერაში უკუსვლას განიცდის.
ფილმი ბრედლი კუპერისთვის როგორც რეჟისორისთვის სადებიუტოა.
ვენეციის 75-ე კინოფესტივალი 29 აგვისტოს გაიხსნა. ფილმებს შორის საუკეთესოს სპეციალური ჟიური 8 სექტემბერს გამოავლენს.
ინფორმაცია ფილმების შესახებ, რომლებიც ვენეციის კინოფესტივალზე „ოქროს ლომის“ მოსაპოვებლად იბრძოლებენ, შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.
კომენტარები