ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერი დანიელ ჰაგარი აცხადებს, რომ სამხედროები არ იშურებენ ძალისხმევას „ჰამასის“ საველე მეთაურების მოსაკლავად.
„ჩვენ ვდევნით და ვანადგურებთ „ჰამასის“ საველე მეთაურებს“, – აღნიშნა ჰაგარიმ პრესკონფერენციაზე.
მისი თქმით, ომის დაწყებიდან IDF-მა მოკლა „ჰამასის“ ბრიგადისა და ბატალიონის 10 მეთაური.
„მოკლულია ისინიც ვინც ხოცვა-ჟლეტა დაგეგმეს. მიზანი არის „ჰამასის“ დაშლა და მძევლების დაბრუნება“,- დასძენს ის.
ცნობისთვის, 7 ოქტომბრის დილიდან პალესტინურმა დაჯგუფება „ჰამასმა“, რომელიც ღაზის სექტორს აკონტროლებს, ისრაელის ტერიტორიებზე მასიური სარაკეტო იერიში წამოიწყო. „ჰამასის“ რაზმები ღაზას სექტორიდან გადავიდნენ მოსაზღვრე რაიონებში ისრაელში და რამდენიმე დასახლებული პუნქტი, მათ შორის, ისრაელის სამხედრო ბაზა დაიკავეს. „ჰამასმა“ ისრაელს 2000-მდე რაკეტა ესროლა.
„ჰამასის“ მებრძოლებმა ათობით ადამიანი დაატყვევეს, მათ შორის ისრაელის სამხედროები.
მალევე ისრაელში საომარი მდგომარეობა ოფიციალურად გამოცხადდა. „ისრაელი ომშია“ – განაცხადა ისრაელის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა მოსახლეობას მიმართა და პირობა დადო, რომ ისრაელის შეიარაღებული ძალები „მთელ ძალას“ გამოიყენებს „ჰამასის“ შესაძლებლობების გასანადგურებლად.
კომენტარები