რუსთაველის გამზირსა და პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციელზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანების ბრალდებით დაკავებულების შესახებ კომენტარი შინაგან საქმეთა მინისტრმა გააკეთა. ვახტანგ გომელაურის თქმით, მუშაობა გრძელდება და დანაშაულის სხვა ფაქტების გამოვლენის შემთხვევაში დაკავებები გაგრძელდება.
„რაც შეეხება დაკავებულებს, ვინც გამოაშკარავდა, ის 6 ადამიანი დავაკავეთ. რა თქმა უნდა, ავიღეთ განჩინება სასამართლოში და დავაკავეთ. ვაგრძელებთ გამოძიებას. ვამუშავებთ ზღვა კადრებს, ინფორმაციას. აქედან გამომდინარე, თუ კიდევ გამოიკვეთება დანაშაულის ნიშნები, რა თქმა უნდა, ასევე დავაკავებთ. რა თქმა უნდა, არავის მოსწონს ძალადობა – არც პოლიციელზე, არც ოპოზიციონერზე, არც მოქალაქეებზე, რომელსაც მომიტინგეები ახორციელებდნენ. არც ჟურნალისტებზე“, – განაცხადა გომელაურმა.
რუსთაველის გამზირსა და პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციელზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანების ბრალდებით 6 პირი დააკავეს, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში ბრიფინგზე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, სულხან თამაზაშვილმა განაცხადა.
კომენტარები