• ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი
Tuesday 09th August 2022
Media.Adams.Ge
  • მთავარი
  • COVID-19
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • სპორტი
  • ჯანმრთელობა
  • Faceამბები
  • სხვა
    • პერსონა
    • საინტერესო
    • ჰოროსკოპი
    • შოუ-ბიზნესი
    • ქალი და მამაკაცი
    • კვლევები
    • რჩევები
    • ტესტები
    • კულინარია
    • სახალისო
    • რელიგია
    • ელ წიგნები

უზბეკეთის საგარეო უწყება ავღანეთში, „თალიბანის“ მიერ, დროებითი მთავრობის ფორმირებას მიესალმება

უზბეკეთის საგარეო უწყება ავღანეთში, „თალიბანის“ მიერ, დროებითი მთავრობის ფორმირებას მიესალმება
103 ნახვა

უზბეკეთის მთავრობა ავღანეთზე „თალიბანის“ კონტროლის დამყარებას ეხმაურება და დროებითი მთავრობის ფორმირებას მიესალმება, – ამის შესახებ Anadolu წერს.

„ვიმედოვნებთ, რომ ეს გადაწყვეტილება იქნება პირველი ნაბიჯი ყოვლისმომცველი ეროვნული შეთანხმების, მშვიდობისა და სტაბილურობის მისაღწევად“, – აღნიშნულია უზბეკეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ქვეყნის მთავრობა „თალიბანის“ მიერ ფორმირებულ მთავრობასთან „კონსტრუქციული დიალოგისა“ და პრაქტიკული თანამშრომლობისთვის“ მზადყოფნას გამოთქვამს.

ავღანეთი, სადაც არაერთი უზბეკი ცხოვრობს, მეზობელ ქვეყანასთან 144 კილომეტრის სიგრძის სასაზღვრო ხაზს იზიარებს.

7 აგვისტოს რადიკალურმა მოძრაობა „თალიბანმა“ ავღანეთის დროებითი მთავრობის შემადგენლობა გამოაცხადა. „თალიბანის“ ოფიციალური წარმომადგენლის, ზაბიჰულა მუჯაჰიდის განცხადებით, დროებით მთავრობას მოლა ჰასან ახუნდი უხელმძღვანელებს. მოლა აბდულ ღანი ბარადარი, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა, ახუნდის მოადგილედ დაინიშნა. გარდა ამისა, „თალიბანმა“ ავღანეთის შინაგან საქმეთა მინისტრად სირაჯუდინ ჰაკანი დანიშნა, რომელიც აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) მიერ არის ძებნილი.

კომენტარები

← Previous Next →
Copyright 2021 Adams.ge ყველა უფლება დაცულია