• ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი
Sunday 07th August 2022
Media.Adams.Ge
  • მთავარი
  • COVID-19
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • სპორტი
  • ჯანმრთელობა
  • Faceამბები
  • სხვა
    • პერსონა
    • საინტერესო
    • ჰოროსკოპი
    • შოუ-ბიზნესი
    • ქალი და მამაკაცი
    • კვლევები
    • რჩევები
    • ტესტები
    • კულინარია
    • სახალისო
    • რელიგია
    • ელ წიგნები

უცნაური მილიონერი, რომელმა მთელი ცხოვრება ნაგავსაყრელზე გაატარა

უცნაური მილიონერი, რომელმა მთელი ცხოვრება ნაგავსაყრელზე გაატარა
50 ნახვა

პატარა შვედურ ქალაქ შელეფტეოში მცხოვრებმა კურტ დოგერმანმა მთელი ცხოვრება ნაგავსაყრელზე გაატარა. ნაგავსაყრელზე ნაპოვნი საჭმლის ნარჩენებით იკვებებოდა და იქვე აღმოჩენილი ტანსაცმელი ეცვა. კურტის არსებობა უახლოეს ნათესავებსაც კი არ ახსოვდათ, სანამ მაწანწალამ თავისი გარდაცვალებით მთელი მსოფლიოს ყურადღება არ მიიქცია.

2008 წელს, ნაგავსაყრელებზე 30-წლიანი ცხოვრების შემდეგ, 60 წლის მაწანწალა გარდაიცვალა და ანდერძი დატოვა, რომლითაც მთელი ქონება ბიძაშვილს დაუტოვა. ის ერთადერთი ადამიანი იყო, ვინც პერიოდულად ნახულობდა და რითიც შეეძლო, ეხმარებოდა.

თითქოს, რა უნდა დაეტოვებინა ნაგავსაყრელებზე მცხოვრებ ღარიბ მაწანწალას? მაგრამ… ყველასგან უარყოფილი კაცი უცნაური მილიონერი აღმოჩნდა, რომელმაც პროტესტის ნიშნად, ცხოვრების ისეთი სტილი აირჩია, როგორზეც არასოდეს იოცნებებდა.

როგორც მოგვიანებით გაირკვა, ნაგავსაყრელზე შეგროვებული ალუმინის ქილების ჩაბარების შედეგად მიღებულ ფულს კურტი ოქროსა და ფასიან ქაღალდებში აბანდებდა და ბანკში სოლიდური ანგარიში ჰქონდა გახსნილი.

დოგერმანის ანდერძმა ნათესავები შოკში ჩააგდო, რადგან მაწანწალა 10 მლნ შვედურ კრონად შეფასებული აქციებისა და ფასიანი ქაღალდების მფლობელი იყო. ამასთანავე, კურტის სახელზე ბანკში 731 000 ფუნტი და 250 000 ფუნტის ღირებულების ოქროს ზოდები ინახებოდა.

ნათესავებმა, რომლებიც კურტს სიცოცხლეში მოკითხვის ღირსად არ მიიჩნევდნენ, მხოლოდ ამის შემდეგ აღიარეს, რომ უცნაურ მილიონერს ბავშვობიდან ფინანსისტის ნიჭი ჰქონდა. შესანიშნავად სწავლობდა სკოლაში და შეეძლო, ბრწყინვალე კარიერა გაეკეთებინა, მაგრამ საზოგადოებაში ადგილის პოვნა გაუჭირდა და სოციალურ კიბეზე დაბლა დაშვება ამჯობინა.

გაზეთებში ფული რომ არ გადაეხადა, კურტი გამუდმებით დადიოდა ადგილობრივ ბიბლიოთეკაში და ეკონომიკურ სიახლეებს კითხულობდა, ამიტომ ინვესტიციებში კარგად ერკვეოდა.

როცა ყველაფერი გაირკვა, დოგერმანის ნათესავებმა მემკვიდრეობისთვის ბრძოლა დაიწყეს და დახმარებისთვის სასამართლოს მიმართეს. პროცესები ოთხი თვის განმავლობაში გრძელდებოდა. მისი დეტალები არ გახმოვანებულა, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, ყველა მხარე კმაყოფილი დარჩა.
სამწუხაროდ, უცნაურმა მილიონერმა მხოლოდ ფულით მოახერხა ახლობლების გულის მონადირება.

კომენტარები

← Previous Next →
Copyright 2021 Adams.ge ყველა უფლება დაცულია