ერთ მშვენიერ დღეს შავი ყვავი რესტორანში შევიდა და დარბაზის კუთხეში მჯდარი თეთრი ყვავი დაინახა.
შავი ყვავი ბართან მივიდა, საფულე ამოიღო და მიმტანს ხმამაღლა მიმართა: „მინდა, თქვენი რესტორნის სტუმრებს გავუმასპინძლდე. მიართვით თქვენი მენიუს ყველაზე გემრიელი კერძი ყველა სტუმარს, თეთრი ყვავის გარდა“.
მიმტანმა ფული აიღო და შავი ყვავის შეკვეთა შეასრულა.
იმის ნაცვლად, რომ თავი უხერხულად ეგრძნო, თეთრმა ყვავმა გაიღიმა და შავ ყვავს გასძახა: „გმადლობთ!“
ამან შავი ყვავი ძალიან გააბრაზა.
მან ისევ საფულე ამოიღოო და მიმტანს გასძახა:
„ამჯერად ყველას შამპანურით ვუმასპინძლდები, თეთრი ყვავის გარდა!”
მიმტანმა ეს შეკვეთაც უსიტყოდ შეასრულა, მაგრამ გაბრაზების ნაცვლად, თეთრმა ყვავა შავს ისევ მადლობა გადაუხადა.
თეთრი ყვავის რეაქციით გაოცებულმა და გაღიზიანებულმა შავმა ყვავმა მიმტანს ჰკითხა – რა სჭირს ამ თეთრ ყვავს? შეურაცხყოფას ვაყენებ და ის მადლობას მიხდის, გიჟია??
მიმტანმა ჩაიცინა და უპასუხა: „არა ბატონო, ის ამ რესტორნის მფლობელია“.
***
განსხვავებულების შეურაცხყოფა შავი ყვავების საყვარელი გართობაა.
თავის მხრივ, თეთრი ყვავი როგორც არ უნდა შეურაცხყო, მისი „გაშავება“ შეუძლებელია.
თეთრ ყვავად ყოფნა რთულია – ის შავ ფონზე თვალშისაცემია და ხშირად თავდასხმის ობიექტი ხდება, თუმცა ის ყვავების გუნდში ნებისმიერ ლიდერზე უფრო მნიშვნელოვანია. გუნდი, რომელშიც თეთრი ყვავია, ყველასგან გამოირჩევა და რამდენიმე თავით მაღლა დგას.
კომენტარები