• ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი
Monday 16th May 2022
Media.Adams.Ge
  • მთავარი
  • COVID-19
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • სპორტი
  • ჯანმრთელობა
  • Faceამბები
  • სხვა
    • პერსონა
    • საინტერესო
    • ჰოროსკოპი
    • შოუ-ბიზნესი
    • ქალი და მამაკაცი
    • კვლევები
    • რჩევები
    • ტესტები
    • კულინარია
    • სახალისო
    • რელიგია
    • ელ წიგნები

“უნდა დახვრიტო სახელმწიფოს მოღალატე მრჩევლები და მიტრიალდე რუსეთისკენ” – რამზან კადიროვი ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართავს

“უნდა დახვრიტო სახელმწიფოს მოღალატე მრჩევლები და მიტრიალდე რუსეთისკენ” – რამზან კადიროვი ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართავს
72 ნახვა

“უნდა დახვრიტო სახელმწიფოს მოღალატე მრჩევლები და მიტრიალდე რუსეთისკენ” –  ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართა.

კადიროვი უკრაინის პრეზიდენტს თავშესაფრად ჩეჩნეთის რესპუბლიკას სთავაზობს და პუტინთან შუამავლობას კისრულობს.

„თუ არ გსურს ისტორიაში შეხვიდე პრეზიდენტად, რომელიც სუსტი ხასიათისა და შორსმჭვრეტელობის უუნარობის გამო, ვერ გაუმკლავდა შიდა საფრთხეებსა და გარე წამქეზებლებს, ქვეყნის პრობლემებსა და დასავლურ იდეოლოგიას, უნდა დახვრიტო ასეთი სახელმწიფოს მოღალატე მრჩევლები. უფლება არ მისცე ჩაგინერგონ არაპერსპექტიული იდეები – ჩართე საღი გონება. მიტრიალდი რუსეთისკენ და ისტორიაში შეხვალ მშვიდობისმყოფელად, რომელმაც საკუთარი ხალხი გადაარჩინა“,- განაცხადა კადიროვმა თავის მიმართვაში.

მან უკრაინის პრეზიდენტს ურჩია მოუსმინოს იმ რეკომენდაციებს, რომლებსაც მას მეზობელი ქვეყნების ხელისუფლება აძლევს.

„გეტყობა, რომ მთელი ეს ვითარება შენთვის გაუგებარია, ამიტომ დათანხმდი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ყველა შეთავაზებას და ბოლოს და ბოლოს გადაწყვიტე ეს საკითხი მშვიდობიანი გზით. ვლადიმერ პუტინის პირობები ორმხრივად მომგებიანი და პროდუქტიულია. მიაქციე ყურადღება იმას, რომ ჩვენი ლიდერი ყოველთვის მხარს უჭერს ქვეყნებს, რომლებიც გახდნენ დასავლეთის ბინძური პოლიტიკის მსხვერპლი და აქცევს მათ სტრატეგიულ პარტნიორებად. ის მხარს დაუჭერს უკრაინასაც“,- განაცხადა კადიროვმა.

კომენტარები

← Previous Next →
Copyright 2021 Adams.ge ყველა უფლება დაცულია