• ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი
Thursday 19th May 2022
Media.Adams.Ge
  • მთავარი
  • COVID-19
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • სპორტი
  • ჯანმრთელობა
  • Faceამბები
  • სხვა
    • პერსონა
    • საინტერესო
    • ჰოროსკოპი
    • შოუ-ბიზნესი
    • ქალი და მამაკაცი
    • კვლევები
    • რჩევები
    • ტესტები
    • კულინარია
    • სახალისო
    • რელიგია
    • ელ წიგნები

უკრაინის რადა: მივმართავთ გაეროს გენერალურ ასამბლეას

უკრაინის რადა: მივმართავთ გაეროს გენერალურ ასამბლეას
39 ნახვა

უზენაესი რადა მიმართავს გაეროს გენერალურ ასამბლეას წინადადებით შექმნას სპეციალური ტრიბუნალი, რომელიც გამოიძიებს რუსეთის ფედერაციის ამჟამინდელი პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის რეჟიმის დანაშაულებებს მსოფლიოს სახელმწიფოების წინააღმდეგ, – მიმართვა უმაღლესი რადას თავმჯდომარემ რუსლან სტეფანჩუკმა გამოაცხადა.

„მივმართავთ გაეროს გენერალურ ასამბლეას წინადადებით, შექმნას სპეციალური ტრიბუნალი, რომელიც გამოიძიებს პუტინის რეჟიმის დანაშაულებებს უკრაინის, საქართველოს, მოლდოვასა და სხვა სახელმწიფოების წინააღმდეგ. მივმართავთ მსოფლიოს სახელმწიფოებს, გაწყვიტონ დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთთან და არ აღიარონ იგი გაეროს წევრად. ყოველივე ამის შემდეგ, გაეროს წესდება შეეხება მხოლოდ მშვიდობისმოყვარე სახელმწიფოებს, რომლებიც ასრულებენ ამ წესდებას. უკრაინის ხალხის წინააღმდეგ ბარბაროსული დანაშაულების ჩადენის შემდეგ, მსოფლიოს ცივილიზებულ სახელმწიფოთა შორის რუსეთის ადგილი აღარაა. მასთან კონტაქტი მხოლოდ აგრესიის შეწყვეტისა და დიქტატორული სისხლიანი რეჟიმის შეცვლის შემდეგაა შესაძლებელი“, – განაცხადა რუსლან სტეფანჩუკმა.

უკრაინის პარლამენტი ასევე მოუწოდებს მთელ მსოფლიოს აღიაროს რუსეთის ფედერაცია ტერორისტულ სახელმწიფოდ.

კომენტარები

← Previous Next →
Copyright 2021 Adams.ge ყველა უფლება დაცულია