
უკრაინაში, დონეცკის მიმართულებით შეტევითი ოპერაციის დროს, „ქართული ლეგიონის“ ორი მებრძოლი, რამაზ ფეტელავა და ბექა ლომაშვილი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაცია „ქართულმა ლეგიონმა“ 16 ნოემბერს გაავრცელა.
მათი ცნობით, ასევე დაიჭრა 9 მებრძოლი, მათგან სამის მდგომარეობა მძიმეა.
ცნობისთვის, უკრაინაში ომის დაწყების პირველივე დღეებიდან, იქ რამდენიმე ასეული ქართველი მოხალისე იბრძვის. მოხალისეთა პირველი ნაკადი საქართველოდან უკრაინაში 2022 მარტის დასაწყისში წავიდა. ისინი სხვადასხვა ბატალიონში ირიცხებიან და საომარ მოქმედებებში მონაწილეობენ, მათ შორის ფრონტის წინა ხაზზე.
ბოლო ცნობებით, უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლების რაოდენობა 50-ს აჭარბებს.
კომენტარები