• ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი
Monday 16th May 2022
Media.Adams.Ge
  • მთავარი
  • COVID-19
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • სპორტი
  • ჯანმრთელობა
  • Faceამბები
  • სხვა
    • პერსონა
    • საინტერესო
    • ჰოროსკოპი
    • შოუ-ბიზნესი
    • ქალი და მამაკაცი
    • კვლევები
    • რჩევები
    • ტესტები
    • კულინარია
    • სახალისო
    • რელიგია
    • ელ წიგნები

უკრაინაში კრემლის ორი აგენტი დააკავეს

უკრაინაში კრემლის ორი აგენტი დააკავეს
46 ნახვა

ხარკოვის რეგიონში მესაზღვრეებმა კრემლის ორი აგენტი დააკავეს, – ამის შესახებ ინფორმაციას „უნიანი“ სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

აღნიშნულია, რომ აგრესორი ქვეყნისთვის მომუშავე კაცები მესაზღვრეებმა ანტიდივერსიული ღონისძიებების დროს ამხილეს.

სასაზღვრო სამსახურის ცნობით, ერთ-ერთ საკონტროლო პუნქტზე მესაზღვრეებმა დააკავეს კაცი, რომელიც თავდაცვის ძალების პოზიციების გადაღებას ცდილობდა. დაკავებული ტელეფონის მეშვეობით რუს კურატორს აწვდიდა ინფორმაციას, უკრაინის დამცველების ქვედანაყოფებისა და სამორიგეო სადგურების კოორდინატების შესახებ.

ახლა, კურატორების ანაზღაურების ნაცვლად, მოღალატე თავისუფლების აღკვეთით დაისჯება და ამისთვის ძალოვანი უწყებები ყველა ღონეს გამოიყენებენ.

ამასთან, ხარკოვის ოლქის ერთ-ერთ დასახლებაში, სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის თანამშრომლებმა რუსეთის მოქალაქე დააკავეს.

„დაკავებულმა ურცხვად ცდილობდა ადგილობრივი მოსახლეობის გადაბირებას. ახლა ის მიიღებს იმას, რასაც იმსახურებს“, – აღნიშნავენ სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურში.

კომენტარები

← Previous Next →
Copyright 2021 Adams.ge ყველა უფლება დაცულია