• ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი
Wednesday 31st May 2023
Media.Adams.Ge
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • საზოგადოება
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • კულტურა
  • სპორტი
  • რელიგია
  • ჯანმრთელობა
  • Faceამბები
  • სხვა
    • პერსონა
    • კვლევები
    • რჩევები
    • ტაბლოიდი
    • შოუ-ბიზნესი
    • ჰოროსკოპი
    • საინტერესო
    • კულინარია
    • ქალი და მამაკაცი
    • ტესტები
    • სახალისო
    • ელ წიგნები

უკრაინაში დაღუპული ქართველი კახეთში ცნობილი სპორტსმენის შვილიშვილია

უკრაინაში დაღუპული ქართველი კახეთში ცნობილი სპორტსმენის შვილიშვილია
8.2K ნახვა
0 shares
  • Facebook
  • Twitter
  • LinkedIn

უკრაინაში 22 წლის ახალგაზრდა დაიღუპა. გარდაცვლილი ბიჭი, კახეთში ცნობილი სპორტსმენის შვილიშვილია.

22 წლის ილია ჩოხელის პაპა, კახეთში ცნობილი მოჭიდავე, უშანგი ჩოხელი შვილიშვილის შესახებ „პრაიმტაიმთან“ საუბრობს. მისივე თქმით, დაღუპული მებრძოლი უკვე დაკრძალეს.

„ილია ჩემი შვილის ერთადერთი ვაჟი იყო. უმძიმესი ამბავია ჩვენთვის, მაგრამ სამშობლოსთვის ომია იქ და ასეც ხდება. ” რაც ომი დაიწყო, იბრძოდა. რამდენჯერმე ვთხოვეთ წამოსულიყო, მაგრამ უარს ამბობდა. ზოგჯერ ვერ ვუკავშირდებოდით და მის ამბავს, იქ მყოფი მისი ნათლია გვატყობინებდა. გარდაცვალების ამბავიც იმან გაგვაგებინა. ჩემი შვილი ჩავიდა და იქ დაკრძალეს. ომი რომ დამთავრდება, იქნებ გადმოვასვენოთ და საქართველოს მიწაზე დაიმარხოს“- ამბობს უშანგი ჩოხელი.

როგორც დაღუპული ბიჭის პაპა ჰყვება, ილია ჩოხელი ხარკოვში დაიბადა და საქართველოში 4 წლის ასაკში ჩამოიყვანეს.

„ჩემი შვილი სწავლობდა ხარკოვში, იქ დაქორწინდა უკრაინელ ქალზე. ოთხი წლის იყო ილია აქ რომ ჩამოიყვანეს. 14 წლამდე ზემო ქედის სკოლაში სწავლობდა, მერე თბილისში გადავიდნენ. დედა რომ გარდაეცვალა, ხარკოვში წავიდა ბებია-პაპასთან და სამხედრო სასწავლებელში სწავლობდა. საოცარი მოძრავი და ცოცხალი ბიჭი იყო. ზუსტად რა ვითარებაში დაიღუპა, არ ვიცი. ეს ვიცი, რომ 200 კაცში ორი გარდაიცვალა და ერთი ჩვენია”- ყვება უშანგი ჩოხელი.

შეგახსენებთ, 22 წლის ილია ჩოხელი, რუსეთ- უკრაინის ომში. 16 მარტს დაიღუპა. ერთი წლის განმავლობაში, ის ომში გამნაღმველი იყო.

კომენტარები

← Previous Next →

Copyright 2021 Adams.ge ყველა უფლება დაცულია

Adam's Media