• ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი
Wednesday 22nd March 2023
Media.Adams.Ge
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • საზოგადოება
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • კულტურა
  • სპორტი
  • რელიგია
  • ჯანმრთელობა
  • Faceამბები
  • სხვა
    • პერსონა
    • კვლევები
    • რჩევები
    • ტაბლოიდი
    • შოუ-ბიზნესი
    • ჰოროსკოპი
    • საინტერესო
    • კულინარია
    • ქალი და მამაკაცი
    • ტესტები
    • სახალისო
    • ელ წიგნები

უილიამსი კატარში იმღერებს – “ყველაფერს თუ მივაქცევ ყურადღებას, სამზარეულოშიც ვეღარ ვიმღერებ”

უილიამსი კატარში იმღერებს – “ყველაფერს თუ მივაქცევ ყურადღებას, სამზარეულოშიც ვეღარ ვიმღერებ”
61 ნახვა
0 shares
  • Facebook
  • Twitter
  • LinkedIn

რობი უილიმსი 8 დეკემბერს დოჰაში სოლო კონცერტს გამართავს, ინგლისელმა მომღერალმა შესაძლოა მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის დახურვაზეც იმღეროს. უილიამსმა იტალიურ გამოცემა “il Venerdi”-თან ინტერვიუში თქვა:

“რა თქმა უნდა ადამიანის უფლებების დარღვევას არ მივესალმები, მაგრამ თვალთმაქცობა არ მჩვევია, თუ ჩვენ ადამიანის უფლებების დარღვევას არსად ვაპატიებთ, სამყაროში ყველაზე მოკლე ტური მექნება, საკუთარ სამზარეულოშიც კი არ შემეძლება სიმღერა. ყველა ვინც წერს “არა კატარს” ამავდროულად იყენებს ჩინურ ტექნოლოგიებს”. – ამბობს მომღერალი.

კატარმა მასპინძლის სტატუსი 2010 წელს მიიღო, ქვეყანაში ფაქტობრივად არ არსებობდა საფეხბურთო ინფრასტრუქტურა, სასტუმროები და გზატკეცილები. ამ ყველაფრის ასაშენებლად კატარმა მიგრანტი მუშების მასიური დასაქმება დაიწყო. მრავალი საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციის აზრით მშენებლები მონურ პირობებში იმყოფებოდნენ. სხვადასხვა ინფორმაციით ათწლიანი მშენებლობისას 6000-დან 20 000-დე მიგრანტი დაიღუპა.

მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ გახსნაზე შესაძლოა ბრიტანელი მომღერალი Dua Lipa ვიხილოთ, თუმცა პოპ შემსრულებელმა ინფორმაცია უარყო: “კატარში არ ვიმღერებ, არც მიმიღია წინადადება. მაშინ ჩავალ იქ, როდესაც ყველა ადამიანის უფლება დაცული იქნება და მსოფლიო ჩემპიონატი მასპინძლობას დამსახურებულად მიიღებენ”.

კომენტარები

← Previous Next →

Copyright 2021 Adams.ge ყველა უფლება დაცულია

Adam's Media