გიგა ჭიკაძემ UFC-ის ღონისძიების მთავარ ბრძოლაში ბრაზილიელი ედსონ ბარბოზა მესამე რაუნდში, ნოკაუტით დაამარცხა.
33 წლის გიგა ჭიკაძემ UFC-ში მერვედ იჩხუბა. ქართველ მებრძოლს 9-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს, ხოლო UFC-ში ზედიზედ 7 ბრძოლა აქვს მოგებული.
მანამდე გიგა ოქტაგონზე 2 მაისს გავიდა და 63 წამში ამერიკელი ქაბ სვენსონი დაამარცხა, რის შედეგადაც ნახევრად მსუბუქი წონის რეიტინგის საუკეთესო ათეულში გადაინაცვლა.
კომენტარები