• ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი
Monday 02nd October 2023
Media.Adams.Ge
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • საზოგადოება
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • კულტურა
  • სპორტი
  • რელიგია
  • ჯანმრთელობა
  • Faceამბები
  • სხვა
    • პერსონა
    • კვლევები
    • რჩევები
    • ტაბლოიდი
    • შოუ-ბიზნესი
    • ჰოროსკოპი
    • საინტერესო
    • კულინარია
    • ქალი და მამაკაცი
    • ტესტები
    • სახალისო
    • ელ წიგნები

უძილობა გასუქების რისკს ზრდის

უძილობა გასუქების რისკს ზრდის
419 ნახვა
5 shares
  • Facebook5
  • Twitter
  • LinkedIn

ძილთან დაკავშირებული პრობლემები პირველ რიგში წელის გარშემოწერილობაზე აისახება. კონკრეტული გენის გამო კი, რომელიც წონაში მომატებასთანაა დაკავშირებული, ადამიანები სიმსუქნისკენ მიდრეკილები არიან.

მეცნიერები აცხადებენ, რომ გენეტიკურად სიმსუქნისკენ მიდრეკილი ადამიანები, რომლებსაც დიდხანს სძინავთ ან პირიქით ძილს ნაკლებ დროს უთმობენ გაცილებით მსუქნები არიან ვიდრე ისინი, ვისაც ღამით რეკომენდებული დოზით – 7 ან 9 საათი მშვიდად სძინავთ.
სხვადასხვა სამეცნიერო ნაშრომში ვკითხულობთ, რომ სიმსუქნე ოჯახის წევრებზე გენეტიკურად გადადის – მკვლევარებმა რამდენიმე გენსაც კი მიაგნეს, რომელიც წონის მომატებასთანაა დაკავშირებული.

გენეტიკასა და ძილთან ერთად წონაზე გავლენას ახდენს სამუშაო გრაფიკიც.
გლაზგოს უნივერსიტეტის მეცნიერებმა შეისწავლეს 37-დან 73 წლამდე ასაკის 119.859 ადამიანის მონაცემი.
შედეგი ასე გამოიყურება – სიმსუქნის გენეტიკური რისკის მქონე კატეგორია, ვისაც 7 საათზე ნაკლები ეძინა, 2 კილოთი მეტს იწონიდა, ხოლო 9 საათი ვისაც ეძინა, 4 კილოგრამით მსუქანი იყო.

მკვლევარები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ვინც სიმსუქნისკენ გენეტიკურად ნაკლებადაა განწყობილი, უძილობა თუ ძილთან დაკავშირებული სხვა პრობლემები მათ წონაზე დიდ გავლენას ვერ ახდენს.
სიმსუქნე მთელ მსოფლიოში სერიოზულ პრობლემად იქცა. მხოლოდ აშშ-ში ყოველი 3 ადამიანიდან ერთი ზედმეტ წონას ებრძვის, ხოლო ყოველი 6 ბავშვიდან 1 მსუქანია.

კომენტარები

← Previous Next →

Copyright 2021 Adams.ge ყველა უფლება დაცულია