ალბათ შეამჩნევდით რომ არსებობენ ქალები, რომლებიც ასაკთან ერთად უფრო მშვენდებიან, ლამაზდებიან და შეიძლება ითქვას ახალგაზრდავდებიან კიდეც. ყველა მათგანს ახალგაზრდობის შენარჩუნების საკუთარი მეთოდები და საიდუმლოებები აქვს, თუმცა ეს საიდუმლოებები ძირითადად ცხოვრების ჯანსაღ წესთან არის კავშირში. ასე იმიტომ ხდება, რომ გარეგნობა ჩვენი შინაგანი მდგომარეობის სარკე, ანარეკლია მხოლოდ და მხოლოდ. ყველაფერი შიგნიდან ლაგდება და ჩვენც 7 წესს გთავაზობთ მარადმწვანე ახალგაზრდობის შესანარჩუნებლად:
1. სწორი კვება
არსებობს ერთი ასეთი გამონათქვამიც – ,,შენ ის ხარ, რასაც მიირთმევ“. ჯანსაღი კვება აუცილებელია. სახის კანის მდგომარეობა პირდაპირ დამოკიდებულია თქვენს საჭმლის მომნელებელ სისტემაზე. მოეშვით მკვლელ დიეტებს და იკვებეთ სწორად. მიიღეთ ყველა სახის პროდუქტი. აუცილებლად ისაუზმეთ. მიირთვით დღეში რამდენჯერმე პატარ პატარა ულუფები. ამოიღეთ რაციონიდან შემწვარ-მოხრაკული, სწრაფი კვების პროდუქტები. ცხიმიანი საკვები და ცომეული შეამცირეთ. ივახშმეთ (მსუბუქად) დაძინებამდე 3 საათით ადრე.
იხილეთ პროფესიონალი დიეტოლოგების 25 რჩევა
2. ბევრი სითხე
ერთმანეთთან კავშირშია თქვენი კანის მდგომარეობაც და სითხეებიც. გაუწყლოებული სხეული მალე ნაოჭდება. დილა წყლით დაიწყეთ. ჭამამდე ნახევარი საათით ადრე, უზმოზე აუცილებლად მიიღეთ სითხე. დღეში დაახლოებით 2- 2.5 ლიტრი წყლის დალევაა აუცილებელი. შეგიძლიათ გარეგნულადაც იზრუნოთ მასზე. გააკეთეთ ყინულის კუბები და დილით სახეზე წაისვით.
3. სრულფასოვანი ძილი
დღეღამეში არც მეტი, არც ნაკლები 7-8 საათი ძილი აუცილებელია, თუ გინდათ კარგად გამოიყურებოდეთ. მხოლოდ სრულყოფილი ძილის დროს ახერხება ადამიანი ძალების და ენერგიის აღდგენას. ადამიანი მაშინ ბერდება, როცა დაღლილია.
4. ფიზიკური აქტივობა
სუფთა ჰერი, სეირნობა და სხვადასხვა ფიზიკური აქტივობა აუცილებელია ახალგაზრდობის შესანარჩუნებლად. ბევრი იარეთ ფეხით და ხშირად გამოაღეთ ფანჯრები.
5. საკმარისი ვიტამინები
ლამაზი რომ იყოთ და არ დაბერდეთ ვიტამინები გჭირდებათ. კარგი იქნება თუ მას ცოცხალი სახით მიიღებთ: ბოსტნეულის ხილის, საკვების მეშვეობით, თუმცა თუ აუცილებლობაა, მედიკამენტური კურსის ჩატარებაც არ იქნება ურიგო.
6. მოვლილი მხრები და ხელები
ასაკი ყველაზე მეტად მხრებზე და ხელებზე ეტყობათ ქალბატონებს. მათ მოვლას იმაზე ნაკლები ყურადღება არ უნდა დაუთმოთ, რამდენსაც სახეს უთმობთ. საოჯახო საქმეების კეთების დროს გამოიყენეთ ხელთათმანები. თქვენს ნატიფ თითებს არ უყვართ ჭუჭყი და ტემპერატურული ცვლილებები – ასეთ დროს ჭკნებიან.
7. ახალგაზრდული სული
სულიერი მდგომარეობაც აისახება გარეგნობაზე. ქალები ახალგაზრდული გულით უფრო გვიან ბერდებიან. ეცადეთ მუდამ სიახლეები ეძიოთ, არ შეწყვიტოთ სწავლის პროცესი. დაკავდით საყვარელი საქმით. შეიყვარეთ საკუთარი თავი, საკუთარი სხეული. ყველაფერში ეძებეთ პოზიტივი. ბედნიერი ადამიანები ყველაზე ლამაზი ადამიანები არიან და ამიტომ ყოველ დილით, როცა საკუთარ გარდერობში შეიხედავთ აუცილებლად მიიღეთ შემდეგი გადაწყვეტილება – დღეს მე ბედნიერებას ჩავიცვამ. ის ყველაზე მეტად მიხდება.
კომენტარები