
„უამრავი მანქანა დათარეშობს ე.წ. ბასლაინზე, ვერავინ დამარწმუნებს, ტუჩებდაბერილი გოგოცუნები ოპერატიული სამსახურის თანამშრომლები არიან“, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა და ოპოზიციონერმა დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა პარლამენტია პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
თუმცა, ოპოზიციონერი დეპუტატი აცხადებს, რომ ბასლაინის შემოღება სწორი გადაწყვეტილებაა.
„საავტობუსო ზოლების შემოღება მტკივნეული, ბევრისთვის გაუგებარი, მაგრამ სწორი გადაწყვეტილება. სწორია, რასაც აკეთებს თბილისის მერია, მაგრამ არასწორია და შემზარავია, რაც ხდება. უამრავი მანქანა დათარეშობს ამ საავტომობილო ზოლში ე.წ ბასლაინზე და ვერავინ ვერ დამარწმუნებს, ეს ვიღაც ტუჩებდაბერილი გოგოცუნები, რომ სხედან საჭესთან, ისინი რამე ოპერატიული სამსახურის თანამშრომლები არიან და კრიმინალის დასაკავებლად მიდიან, ბოლო ხმაზე მუსიკა რომ აქვთ ჩართული“, – აცხადებს ალეკო ელისაშვილი.
კომენტარები